
ტრაგედია თურქეთში - ზვავის ჩამოწოლოს შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
ზვავი ჩამოწვა თურქეთში, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 38-ია, თუმცა სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლოა ეს რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ვანის პროვინციაში სტიქიას მაშველები და სამართალდამცველები ემსხვერპლნენ.
ქალაქ ბაჰჩე-სარაიში მაგისტრალზე პირველად ჩამოწოლილ ზვავში მიკროავტობუსი მოჰყვა და 8 ადამიანი დაიღუპა.
სტიქია ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგაც განმეორდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა ისევ გაიზარდოს.
კომენტარი