
2012 წელს „ფეისბუქის“ Share ფუნქცია ფასიანი გახდება
მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქის“ აქციებად გაყიდვა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მსოფლიოში ნომერ პირველი სოციალური ქსელით მსხვილი ინვესტორები დაინტერესდნენ. BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რამდენიმე ინვესტორთან მოლაპარაკებაც დაიწყო.
„ფეისბუქის“ რიგით მომხმარებელზე ქსელის აქციებად გაყიდვა წელსვე აისახება. სავარაუდოდ, თავდაპირველად გაიყიდება ფეისბუქის „გაზიარება“ ანუ Share ფუნქცია: იმისთვის, რომ ამ ფუნქციით ისარგებლოს, მომხმარებელს გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს პერიოდულად მის გასააქტიურებლად. შეგახსენებთ, რომ „გაზიარება“ „ფეისბუქის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციაა, რომელიც სხვა ფუნქციებზე ხშირად გამოიყენება.
ექსპერტების აზრით, ამ გადაწყვეტილებით ცუკერბერგის კომპანია დამატებით 10 მილიარდი აშშ დოლარის მოგებას მიიღებს და საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანია გახდება.
კომენტარი