
აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი დაბადების დღეზე „გენერალი“ გახდა
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ აშუბამ ე.წ. თავდაცვის მინისტრს, მერაბ ქიშმარიას დაბადების დღე ახალი წოდების მინიჭებითა და ახალი ჯილდოთი მიულოცა.
აშუბას ბრძანების თანახმად, მერაბ ქიშმარია 2 აგვისტოდან არმიის გენერალი გახდა, ამავდროულად კი მას მიენიჭა უმაღლესი „სახელმწიფო“ ჯილდო „ახიძ-აპშპას“ (ასე ჟღერს აფხაზურად პატივი და დიდება) პირველი ხარისხის ორდენი. როგორც ოფიციალურ ბრძანებაშია აღნიშნული, ეს ჯილდო მან „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის“ მიიღო.
კომენტარი