
მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი შეუმცირდა
ელექტროენერგიის გადასახადი ახალი წლიდან შემცირდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადი 3 მთელი 54 მეასედი თეთრით გაიაფდა.
მომხმარებელი, რომელიც 101 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას ხარჯავს, ერთ კილოვატში 13 მთელი 48 მეასედი თეთრის ნაცვლად, 9 მთელ 94 მეასედ თეთრს გადაიხდის.
ის აბონენტი კი, რომელიც 101-დან 301 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 16 თეთრის ნაცვლად, 12 მთელსა 46 მეასედ თეთრს გადაიხდის.
301 კილოვატ საათზე ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა.
კომენტარი