
ექსპერტიზამ გორში დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა
რამდენიმე დღის წინ გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. თავდაპირველი ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვისგან გაიგუდნენ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ სახლში გაზი შეყვანილი არ ყოფილა.
ექპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი დაადგინა - დედა-შვილის სიკვდილი გაზის ნამწვმა გამოიწვია, რომელიც მეზობელი სახლიდან შევიდა მათთან. თავდაპირველად ექსპერტიზას გაუჭირდა გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა და ეს პროცესი დროში გაიწელა.
გარდაცვლილები დედა-შვილი, 54 წლის თამრიკო და 22 წლის მარიამი არიან, რომლებიც მარიამის საქმრომ და მისმა მეგობრებმა ნახეს ბინაში ფანჯრის შემტვრევის შემდეგ. ექსპერტიზის შემდეგ ისინი სოფელ ქიწნისში გადაასვენეს.
კომენტარი