
"უნდა გადაიქცეთ შეყვარებულებად და კორონა იტყვის, ეს უჩემოდაც ავად ყოფილაო და გაგშორდებათ" - ნათია ფანჯიკიძე
"უნდა გადაიქცეთ შეყვარებულებად და კორონა იტყვის, ეს უჩემოდაც ავად ყოფილაო და გაგშორდებათ" - ნათია ფანჯიკიძე სოციალუ ქსელში ასეთ სტატუსს აქვეყნებს:
"როგორც ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და სუპერ-ფსიქიატრი ვაჟა კენჭაძე ადასტურებს, სიყვარული აძლიერებს იმუნიტეტს, ხოდა, გულისხმაჰყავით ფრენდნო, ობიექტის ამორჩევის და აჩემების საუკეთესო დროა. ქვეყანა უნდა გადაიქცეს შეყვარებულების ქვეყნად. ცალმხრივი-ორმხრივის განხილვის და დაწვრილმანების დრო არ გვაქვს. ობიექტი მხოლოდ ინსტრუმენტია, თქვენ უნდა გადაიქცეთ შეყვარებულებად და მოიქცეთ შეყვარებულებივით და კორონა იტყვის, ეს უჩემოდაც ავად ყოფილაო და გაგშორდებათ". - წერს ფსიქოლოგი.
კომენტარი