
ქუთაისში ავტოსადგურზე მძღოლი გარდაიცვალა
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ავტოსადგურზე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის (ბაღდათი-ქუთაისი) მძღოლი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 24 ივნისს მოხდა.
"შემოვიდა სადგურზე, მანქანა დააყენა და ძირს ჩამოდიოდა... უცებ წაიქცა და შეწუხდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და მათ მოსვლამდე გარდაიცვალა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმმართველი. ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე მძღოლების განმარტებით, მამაკაცს გული აწუხებდა.
"70 წლამდე იყო და როგორც ვიცი გული აწუხებდა და შესაძლოა, უცებ დაარტყა", - განმარტავენ ისინი.
წყარო: kutaisipost.ge
კომენტარი