
6 წლის გოგონა მდინარე ყუმურში დაიხრჩო
ვანის რაიონის სოფელ
შუამთაში დაკარგული
6 წლის გოგონა
მაშველებმა გარდაცვლილი
იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ აცნობა.
მისი თქმით, გოგონა მდინარე ყუმურში დაიხრჩო. მაშველებმა გოგონას ცხედარს 12-დღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
ვანის რაიონის სოფელ შუამთაში 6 წლის გოგონა 15 იანვარს დაიკარგა.
კომენტარი