
გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.
ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები ამოღებულ ფრაგმენტებს სპეციალურ ყუთში ათავსებენ.
ცნობისთვის, გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
შეგახსენებთ, ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
წყარო: 1tv.ge
კომენტარი