სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო 24 საათში, ხარკოვში, სუმსა და კიევის ოლქში 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - საგანგებო სიტუაციების სამსახური

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვში, სუმსა და კიევის ოლქში საჰაერო თავდასხმებს 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ამ წუთებში ინტენსიური თავდასხმა მიმდინარეობს მარიუპოლში. აქტიური ბრძოლებია ხარკოვ სევერნის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, ოკუპანტები ტერიტორიის დაკავებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ. ცოტა ხნის წინ დაძაბული იყო ვითარება ირპენში. რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტებზე და ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე მიიტანეს იერიში და ქალაქის აღება სცადეს.

მიუხედავდ რუსების მცდელობისა, უკრაინულმა არმიამ მტრის შენაერთი გაანადგურა და ქალაქზე კონტროლი სრულიად დაიბრუნა. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს კიევის ოლქში, ჩერნიგოვში, მარიუპოლში, ხარკოვში,ბუჩსა და ხერსონშიც. რუსები თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან და საცხოვრეელ კორპუსებს აფეთქებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100