სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კითხვა მაქვს ღარიბაშვილთან - ქმარი ცოლის ნათესავად ითვლება?

"ერთი კითხვა მაქვს - ქმარი ცოლის ნათესავად ითვლება? ამ კითხვით ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. დეპუტატი განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ მინისტრ, კახი კალაძის მეუღლის მამიდა, მაია არეშიძე ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორად დაინიშნა.

ნადირაშვილის ინფორმაციით მაია არეშიძემ კი კინოსტუდია " ქართული ფილმის" დირექტორად დანიშნა საკუთარი მეუღლე. სწორედ ამიტომ ნადირაშვილი ინტერესდება ითვლება თუ არა ქმარი ცოლის ნათესავად.

"ცოტა ხნის წინ მე საზოგადოებას.მივაწოდე ინფორმაცია, რომ მინისტრ, კახი კალაძის მეუღლის მამიდა, მაია არეშიძე დაინიშნა ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორად. თავის მხრივ, მაია არეშიძემ მიიღო გადაწყვეტილება და კინოსტუდია " ქართული ფილმის" დირექტორად დანიშნა საკუთარი მეუღლე, ბატონი თავაძე. კთხვა მაქვს ირაკლი ღარიბაშვილთან. ქმარი ითვლება ცოლის მხრიდან ნათესავად?"-წერს ირმა ნადირაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100