
მაგთიკომი - ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის ლიდერია
ინტერნეტ-მომსახურების ბაზარზე ცვლილებებია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ინტერნეტმომსახურების ბაზრის მოთამაშე კომპანიებს შორის მაგთიკომმა ლიდერის პოზიცია დაიკავა.
2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მაგთიკომის ინტერნეტ-აბონენტების რაოდენობა 288,005-ს შეადგენს, რაც სილქნეტს ბაზრის მეორე მსხვილ მოთამაშედ აქცევს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მაგთიკომს ასევე წამყვანი პოზიცია უკავია მაუწყებლობის ტრანზიტის (ტელევიზიის) ბაზარზეც.
https://analytics.gncc.ge/
კომენტარი