
დაპირისპირებისას დაკავებულის დაც დააკავეს - რა ხდება ფონიჭალაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ხმაური და დაპირისპირებაა ფონიჭალაში, სადაც რამდენიმე წუთის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა.
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი პირი დააკავეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაკავებულის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას პოლიციამ დაკავებულის დაც დააკავა.
დაკავებულის ახლობლების მტკიცებით, პოლიციამ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება "ჩაუდო".
კომენტარი