
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა
PSP პირველი ფარმაცევტული
კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და
LS Retail სრულად დანერგა და
ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს
ამკვიდრებს.
ეს PSP-სა და
Microsoft-ის პარტნიორობის მესამე ეტაპია. ERP მოდულების
გამოყენებით კომპანიის ციფრული
ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური
პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.
საწყობის მართვის WMS (Warehouse Management System) სისტემის
დანერგვამ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაამარტივა საწყობის ოპერაციული საქმიანობა. მედიკამენტების
აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციამ თითქმის 2-ჯერ გაზარდა შეკვეთების მომზადების სისწრაფე.
საწყობის 300-მდე თანამშრომელი დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს.
საწყობის სრული ავტომატიზაცია და მარაგების გამჭვირვალე მონიტორინგი საშუალებას აძლევს
კომპანიას უფრო სწრაფად და ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს შეცდომები და გაზარდოს
მომხმარებელთა კმაყოფილება.
ERP-ის მოდულების დანერგვა კომპანიაში 2024 წელს გაგრძელდა.
PSP-მ Microsoft-ის თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიის მასშტაბით განავრცო, დანერგა
ფინანსური, შესყიდვების და კორპორაციული გაყიდვების მოდულები, რამაც შექმნა მოსამზადებელი
ბაზა ERP დანერგვის საბოლოო ეტაპისთვის.
2025 წლის მარტიდან PSP-ს საპილოტე აფთიაქებში Microsoft
365 Business Central-ის ერთიანი (ERP) სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად გამარტივდა
ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა
ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად, რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების
ზრდას უწყობს ხელს.
გაყიდვების ანალიტიკის და მოთხოვნის პროგნოზირების გაუმჯობესებამ,
უფრო მოქნილი გახადა მარაგების მართვა; შესყიდვის პროცესების ავტომატიზაციამ უზრუნველყო
ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაცია და მომხმარებლისთვის ზუსტი,დროული ინფორმაციის მიწოდება
სასურველი პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე.
„Microsoft 365 Business Central-ის თანამედროვე ტექნოლოგიური
გადაწყვეტები ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, ბიზნესის გამჭვირვალობას
და მომხმარებელთა უკეთეს გამოცდილებას.
პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა
SMART Business-ის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით. SMART Business არის საქართველოს
წამყვანი ERP სისტემების ინტეგრატორი და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი. პროექტის
განხორციელებით PSP-ს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიის
ოპერაციული და ფინანსური მართვის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ეს სიახლე
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ამკვიდრებს მსოფლიო სტანდარტებს
ამ სფეროში.“-აცხადებენ PSP-ში.
PSP აგრძელებს
ინოვაციების დანერგვას, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.
კომენტარი