
მოსალოდნელია მკვეთრი ცვალებადობა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ დღეს საღამოდან 6 ივნისამდე სინოპტიკოსები საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში
კომენტარი