„ალასანიას შეცდომა „რესპუბლიკელებთან“ და „ახლებთან“ გაერთიანება იყო“
„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ირაკლი ალასანიას უნდა შეექმნა თავისი პოლიტიკური პარტია, ის კი მხოლოდ „რესპუბლიკელებს“ და „ახალ მემარჯვენეებს“ დაუკავშირდა. ვფიქრობ, რომ ეს იყო ალასანიას ყველაზე დიდი შეცდომა.
როდესაც ხელისუფლების დამარცხება გსურს, მეტად ფართო ლიდერი უნდა გახდე. დასავლური პარტია შეიძლება იყო, მაგრამ ამ დასავლურ ღირებულებებშიც არის რაღაც განსხვავებები. თავის დროზე, მიშას რომ სურდა ხელისუფლებაში მოსვლა, ნებისმიერს, ვიღაცა სოფლის ქალსაც კი დაუკოცნიდა ხელებს, „ალიანსი“ კი ასე ნამდვილად არ იქცევა“, - განაცხადა „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას ქალთა პარტიის ლიდერმა, გუგული მაღრაძემ.
- როგორ აფასებთ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ოპოზიციური სპექტრის არაერთი მცდელობა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთისა, უშედეგოდ დასრულდა, რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ შეთანხმება?
- ოპოზიციის გაერთიანებას ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი. უნდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციაში გადაწყვეტილების მიღებაში ყველა თავისუფალი ნამდვილად არ არის. ოპოზიცია ხშირად იძულებულია გაერთიანდეს არა მხოლოდ იდეოლოგიის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ერთმანეთი საარჩევნო საქმიანობაში სჭირდებათ.
იცით, აშშ-ში ვიზიტის დროს დავრწმუნდი, რომ დასავლეთს მიაჩნია, რომ ქვეყანამ თავის პრობლემებს თვითონ უნდა მოუაროს და, პირველ რიგში, ქვეყანა ნორმალური დასავლური ღირებულებებისკენ უნდა წავიდეს.
ვფიქრობ, რომ წავა კიდევაც, რადგან საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რაც არ უნდა იძახონ, რომ რუსეთში დადის, თუ აქ დადის და იქ დადის, ყველა პარტიას აქვს კარგად გამოკვეთილი დასავლური ღირებულებები. რაზეც არავინ ამბობს უარს და მოდით, ასე ვუწოდოთ, მათი ჩრდილოეთისკენ გადახრა, უბრალოდ, პოლიტიკური კონიუნქტურის გამოა საჭირო, რადგან საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და პოლიტიკოსი კი იმის პოლიტიკოსია, რომ ამ ადამიანების ხმები საარჩევნოდ გამოიყენოს.
აი, ამ და სხვა მიზეზების გამოა ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსული, თუმცა შეიძლება არჩევნების წინა პერიოდში მოხდეს ისეთი რამ, რომ საჭირო გახდეს ერთიანი კანდიდატი და ოპოზიცია შეთანხმდეს კიდეც.
- ერთიანი კანდიდატი ახლაც საჭირო იყო, თუმცა ოპოზიციამ მაინც ვერ მიაღწია შეთანხმებას და რა შეიძლება შეიცვალოს ამ მხრივ მომავალში, ისე, ოპოზიცია, რომ გაერთიანებულიყო, უფრო მომგებიანი იქნებოდა მისთვის?
- რა თქმა უნდა, რომ გაერთიანებულიყვნენ, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც ვერ შეძლეს. ნუ, აქ არის კიდევ რაღაც პოლიტიკური თამაშები. ოპოზიციურ პარტიებში ზოგი გულწრფელია, ზოგი - არა, ზოგიერთი ხელისუფლებასთან ახლოსაა, ზოგიერთიც კი რაღაც თამაშს თამაშობს და ა.შ.

- რომელ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობთ, ნოღაიდელზე არაერთხელ უთქვამთ - ხელისუფლების თამაშს თამაშობსო, მასზე რა აზრის ხართ, ნოღაიდელი თამაშობს?
- ნოღაიდელს აქვს თავისი გამოკვეთილი ინტერესი. ნოღაიდელმა თქვა, რომ უნდა პოლიტიკაში მოსვლა, თან რაც შეიძლება მალე და ყველაფერს აკეთებს, რომ რაღაცნაირად მოახერხოს ეს. ხელისუფლებას შეიძლება ხან ნოღაიდელის ნაბიჯი უფრო აწყობს, ხან თარგამაძის და აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ქმედებები წყალს ხელისუფლების წისქვილზე უფრო ასხამდეს, ვიდრე სხვების. ერთს ვიტყვი, ხელისუფლება ცუდია, მაგრამ არც ოპოზიციაში არიან სულ ანგელოზები და მათაც აქვთ თავიანთი ინტერესები და ჩვენთვის გაურკვეველი მიზნები.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიციამ ის დიდი შანსი, რაც არის არჩევნების მოგება, დაკარგა, ექსპერტებსაც მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება დაწყებულია და იმუქრება კიდეც, როგორ შეიძლება არჩევნების შემდეგ მოვლენები განვითარდეს?
- დიახ ასე ვთქვი, მაგრამ ოპოზიციას არჩევნებამდე გამარჯვების შანსი თეორიულად მაინც აქვს. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ კიდევ არავინ იცის რა მოხდება, რადგანაც ჩემი აზრით, თბილისი განსაკუთრებით ოპოზიციური ქალაქია.
- „ალიანსის“ გამარჯვების ფორმულა სალომე ზურაბიშვილთან გაერთიანება აღმოჩნდა, რაც მათი მხრიდან ძლიერი ერთობისთვის ჩამოყალიბებულ ნაბიჯად შეფასდა, თქვენი აზრით, ე.წ. ყველაზე რეიტინგული კანდიდატი ალასანია რატომ ვერ გახდა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი?
- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ირაკლი ალასანიას უნდა შეექმნა თავისი პოლიტიკური პარტია, რადგან, რომ ჩამოვიდა საქართველოში, საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მისი პოლიტიკური პარტიის კარი ყველა მსურველი საარჩევნო ბლოკისთვის ღია უნდა ყოფილიყო.
ის კი მხოლოდ „რესპუბლიკელებს“ და „ახალ მემარჯვენეებს“ დაუკავშირდა. ვფიქრობ, რომ ეს იყო ალასანიას ყველაზე დიდი შეცდომა. როდესაც ხელისუფლების დამარცხება გსურს, მეტად ფართო ლიდერი უნდა გახდე. ალასანია ბევრისთვის მისაღები იმიტომ არ არის, რომ „რესპუბლიკელებთან“ და „მემარჯვენეებთან“ ასოცირდება.
„მემარჯვენეებიც“ და „რესუბლიკელებიც“ ჩამოყალიბებული პარტიებია, თუმცა არჩევნებში 4-5%-ზე მეტს ვერასდროს იღებენ, როდესაც, თუნდაც იგივე, „ლეიბორისტები“ 8%-ს იღებენ ხოლმე.
დასავლური პარტია შეიძლება იყო, მეც დასავლური ღირებულებებისკენ ვიხედები. და მიმაჩნია, რომ მომავალი აქვს იმ ქვეყანას, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, მაგრამ ამ დასავლურ ღირებულებებშიც არის რაღაც განსხვავებები. თავის დროზე, მიშას რომ სურდა ხელისუფლებაში მოსვლა, ნებისმიერს, ვიღაც სოფლის ქალსაც კი დაუკოცნიდა ხელებს, `ალიანსი~ კი ასე ნამდვილად არ იქცევა.

- ამბობენ, რომ „ალიანსს“ არ უნდოდა პრაიმერში მონაწილეობის მიღება და ნოღაიდელის ფაქტორი მხოლოდ მიზეზი იყო, ამაზე რას იტყვით და ალასანიას არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს?
- ალასანიას აქვს არჩევნებში გამარჯვების შანსი, რადგან ბევრი ამბობს, რომ ირაკლი დადებითი იმიჯის პოლიტიკოსია, თუმცა არის ხალხი, რომელიც საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხალხი მივიდეს არჩევნებზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტია არჩევნებში ორგანიზაციულად ჩართული არ არის, ნამდვილად, მოვუწოდებთ ყველას, რომ გამონახონ ერთი საათი და მივიდნენ არჩევნებზე.
რაც შეეხება ნოღაიდელის ფაქტორს, იგი თავის საქმეს აწვება. აქ არის იდეოლოგიური რაღაცაც, „ალიანსს“ სურს დაიმკვიდროს თავი, როგორც ძალიან პრო-დასავლურმა ძალამ, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა დასავლეთის რეაქციისთვის და უნდათ, რომ დაიმკვიდრონ ეს ნიშა.
- ნოღაიდელის და ბურჯანაძის შემდეგ კრემლში დავითაშვილი და ძიძიგური მიემგზავრებიან, რისთვის სტუმრობენ ეს ადამიანები იმ სახელმწიფოს, რომლის პირველმა პირმა აღიარა, რომ ომის დაწყების ბრძანება მან გასცა და ამ გადაწყვეტილების ოდნავაც არ სცხვენია..
- ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი არჩევანი. ალბათ, მათ უნდათ, რომ დაანახონ ხალხს, რომ შეუძლიათ რუსეთთან ლაპარაკი. არა მგონია, რუსეთში წინასაარჩევნოდ ფინანსების მოსაპოვებლად დადიოდნენ, რადგან ნოღაიდელს აქვს იმდენი ფინანსები, რაც ამ არჩევნებს სჭირდება.
ეს არჩევნები ისეთი პანაცეა არ არის, რომ უზარმაზარი თანხები ესაჭიროებოდეს. თანაც არც ერთი პარტია არ გაყოფს თავს ისეთ ხლაფორთში, რომ რუსეთიდან რაღაც დაფინანსება მიიღოს. ეს არის პოლიტიკური ჩვენება იმისა, რომ აი, მხარდამჭერი გვყავს, ესენი ხომ მუშაობენ იმ ხალხის ხმებზე, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურთ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ნაბიჯი, ასევე ის, თუ ვის გვერდით დავდგები, თუმცა არ ვიცი, ამ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი. თუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ხელისუფლებაში მოსვლა, შეიძლება ჩავსულიყავი კიდეც რუსეთში, ხოლო თუ მნიშვნელოვანი იქნებოდა იმიჯის შენარჩუნება, მაშინ ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი.
- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, სიტუაცია გამწვავდება? ნოღაიდელი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ყირგიზეთის სცენარის გამეორება...
- ოპოზიცია ასეთ სცენარს ვერ მოაწყობს. ჩვენ გვისწავლია ისტორიაში, როდესაც „ზემოები“ ვერ მართავენ და როდესაც „ქვემოებს“ აღარ შეუძლიათ ასე ყოფნა, აი, მაშინ ხდება რევოლუცია.

კომენტარი