მოშუშული თევზი ბერძნულად
მასალა:
500 გრამი თევზი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
4-6 თავი ხახვი
მარილი, პილპილი
2 კბილი ნიორი
ლიმონის წვენი
3-4 ცალი პამიდორი
გავაცხელოთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მსუბუქად მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავამატოთ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. თევზი გავასუფთავოთ, მოვასხათ ლიმონის წვენი და წავუსვათ მარილი. ტაფაზე გავაცხელოთ მცენარეული ზეთი, დავამატოთ 2-3 სუფრის კოვზი წყალი, წინასწარ მოხრაკული ხახვი და პამიდორი და ვშუშოთ 30 წუთის განმავლობაში.
კომენტარი