24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მუშაობის თავისუფალი რეჟიმი შეარჩიეთ. ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს მკაცრ ჩარჩოებს. მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან ერთად. საღამოს გვიანობამდე ოფისში ნუ გაჩერდებით.
კურო
ნუ მიატოვებთ საქმეებს შუა გზაზე. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. საღამოს რომანტიკული განწყობა მოიმატებს. ძილის წინ მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას.
ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ინფორმაციის მიღებას. შეიძლება თქვენი დახმარება (მატერიალურიც) დასჭირდეთ გარშემო მყოფებს.
კირჩხიბი
ახალ გარემოში მოხვდებით, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ახალ წესებთან მოგიწევთ შეგუება. დაიცავით საკუთარი უფლებები, ფული მოზომილად ხარჯეთ.
ლომი
მეგობრული, მშვიდი საუბრების დღეა. ახალი საქმეები არ დაიწყოთ. საღამოს გაინებივრეთ თავი გემრიელი კერძით, მუსიკით, მცირე ალკოჰოლი არ გეკრძალებათ.
ქალწული
არასტანდარტული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტების, მაგრამ ნუ წამოიწყებთ ხანგრძლივ პროექტებს.
სასწორი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას. მუშაობისას იყავით შედეგზე ორიენტირებული.
მორიელი
დღეს თავს კომფორტულად იგრძნობთ მშობლიურ, შინაურულ გარემოში. შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ მეგობართან.
მშვილდოსანი
დაგეგმილი საქმიანი შეხვედრა ან მგზავრობა შეიძლება ისე არ წარიმართოს, როგორც ჩაიფიქრეთ. თუმცა, საინტერესო ადამიანების გაცნობა და საუბარი გარანტირებული გაქვთ.
თხის რქა
შეხვედრების, მიმოწერის დღეა. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. საღამოს ვინმესთვის გულის გადაშლა თუ მოგინდათ, ერთგული მეგობარი შეარჩიეთ.
მერწყული
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ეცადეთ, ჰარმონიული გარემო შეიქმნათ. მეტად დაისვენეთ, შეხვდით მეგობრებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას; გაიუმჯობესეთ დღის რეჟიმი.
თევზები
დილით შეიძლება მოწყენილად იგრძნოთ თავი და დაინტერესდეთ სხვისი ცხოვრებით, საქმეებით. შეიძლება ისეთი ინფორმაცია მიიღოთ, რომლის მოსმენაც გსურდათ. ან გაიგოთ საიდუმლო, რომელიც თქვენთვის დაფარული იყო.
კომენტარი