სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სახელმწიფოს მარცხი“ – საერთაშორისო მედია „თბილისი პრაიდზე“ წერს

საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები Googles-ის საძიებო სისტემაში მეტწილად, შემდეგი აღწერით იძებნება – „თბილისი პრაიდი ძალადობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაუქმდა“.

გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ რადიკალურმა ძალებმა თბილისი პრაიდის ოფისი დაარბიეს და ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს თავს დაესხნენ.

„საქართველოში ლგბტქია+ თემს პრაიდის გაუქმება მოუწია, მას შემდეგ რაც მემარჯვენე ძალებმა მათი ოფისი დაარბიეს. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც, რის შედეგადაც, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი, დაშავდა. რადიკალურმა ჯგუფებმა დაწვეს ლგბტქია მოძრაობის დროშაც“,- წერს BBC-ი.

გამოცემას ასევე მოყვანილი აქვს თბილისი პრაიდის განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო პრაიდი აღარ ჩატარდება, რადგან „მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ ადამიანის სიცოცხლეს ვერ დააყენებენ“.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დისკრიმინაცია უკანონოა, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარე ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია“,- აღნიშნულია BBC-ის სტატიაში.

5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემა Guardian-იც.

„კონტრაქციის მონაწილეები პრაიდის ოფისს თავს დაეხნენ. პარალელურად მღვდლის ტანსაცმელში გამოწყობილი გრძელწვერიანი კაცები ჟურნალისტებს მუშტებს ურტყავდნენ. მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მას ჯოხით სცემეს. სხვები კი ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მათი ტექნიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობრივ საპროტესტო აქციების პროვოცირებაში თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაადანაშაულა. პარლამენტის ზოგმა წევრმა კი პასუხისმგებლობა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს დააკისრა“,- იუწყება The Guardian.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში პრაიდის ჩატარებას მუდმივად კონტრაქციები და ძალადობრივი პროტესტი მოსდევს.

Aljazeera კი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისი პრაიდის ჩატარებამდე ხელისუფლებამ ლგბტქია აქტივისტების დაცვის პირობა დადო, ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად განსხვავებული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მარშის ჩატარება „მიზანშეუწონლად“ მიაჩნია.

„ქვეყნის პრემიერის თქმით, პრაიდი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი პრაიდის ორგანიზებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა“,- წერს Aljazeera.

Aljazeera-ს სტატიაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია გასულ წლებში მომხდარი მოვლენების შესახებ, რომლებიც თბილისი პრაიდის ღონისძიებებს უკავშირდებოდა. სტატიის ქვეთავში, სახელწოდებით „სახელმწიფოს მარცხი“, Aljazeera წერს:

„ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისკენ მიდრეკილ მთავრობებთან კონფრონტაციაშია. ამიტომ საქართველო კვლავ კონსერვატიულ ქვეყანად რჩება“. წაიკითხეთ სრულად ptn.ge-ზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100