
ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სსკ 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მეორე ნაწილით აღიძრა და მას ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლციის განყოფილება იძიებს.
შეგახსენებთ,
რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილი ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.
კომენტარი