
საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 188 408-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 182 მოქალაქე.
კომენტარი