
აღდგომის დღესასწაულზე პრეზიდენტის სასახლეში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებენ
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სააღდგომოდ მოეწყო კუთხე, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
გვერდზე ცალკე ფოტოალბომადაა განთავსებული ამ მიღებასთან დაკავშირებული ფოტოები, სადაც სააღდგომოდ მოწყობილი კუთხეა აღბეჭდილი.



კომენტარი