სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნუთუ ასე უნდა იქცეოდნენ პარლამენტარები"?

"ნუთუ ასე უნდა იქცეოდნენ პარლამენტარები?", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული "დეილი მეილი" საქართველოს პარლამენტში გუშინ დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.
როგორც სტატიის ავტორი სარა მალმი აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტში ჩხუბი იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიცია უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობდა.
"გარკვეულწილად ირონიულიცაა, როცა ქართველმა პარლამენტარებმა ბრძოლა ატეხეს უკრაინაზე საუბრისას, სადაც გასულ წლებში პარლამენტს არაერთი ფიზიკური დაპირისპირება ახსოვს სხდომების დროს. 2010 წელს უკრაინის პარლამენტში გამართული "დებატების" შემდეგ ექვსი პარლამენტარი საავადმყოფოში აღმოჩნდა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე კი, სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა კვერცხები და პეტარდები ისროლეს; მას შემდეგ, პარლამენტი შეთანხმდა რუსეთთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე", - წერს სარა მალმი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
"ნუ ბლატაობ შე ჩმორო", - მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100