
„მას მერე რაც "ლიბერთი ბანკი" ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, პენსიონერთა ჯიბეებში დაიწყო ხელების ფათური გაუმაძღარმა ოლიგარქმა"
ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე
გიგა შუშანია სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
„მას მერე რაც "ლიბერთი ბანკი" ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, ამ თვიდან პენსიონერებს უკვე გაუზარდეს ავანსით წინასწარ ნასარგებლები თანხის პროცენტი. ადრე თუ ისინი 1 თვეზე %-ის სახით 3 ლარს იხდიდნენ, ეხლა ეს თანხა 5 ლარამდე გაიზარდა. ანუ წლიური 36 %-ია. ეხლა პენსიონერთა ჯიბეებში დაიწყო ხელების ფათური გაუმაძღარმა ოლიგარქმა. არ დაგავიწყდეთ ბიუჯეტიდან გადარიცხულ მილიონობით ლარზეა საუბარი”. - წერს გიგა შუშანია.
კომენტარი