
,,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ვინ არის კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი
კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის კაცია, რომელსაც თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში 26 სექტემბერს ქუთაისის კლინიკიდან შეიყვანეს.
"პაციენტი ქუთაისის კლინიკიდან საჩხერის საავადმყოფოში დადასტურებული COVID 19-ის დიაგნოზით 26 სექტემბერს შეიყვანეს. პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა 314 ახალი შემთხვევა, მათგან 22 იმერეთში დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი.
კომენტარი