
პანეტა: აშშ მზადაა სპარსეთის ყურეში კრიზისის გასამკლავებლად
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლიონ პანეტას განცხადებით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები არ მიმართავს საგანგებო ზომებს სპარსეთის ყურეში ირანთან პოტენციური კრიზისისათვის მოსამზადებლად. როგორც პანეტამ ვაშინგტონში უთხრა ჟურნალისტებს, შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი სამხედრო-საზღვაო და სხვა ტიპის სამხედრო ძალები სპარსეთის ყურის რეგიონში, ირანის გარშემო შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად. ირანს გამოთქმული აქვს მუქარა, რომ ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტეს სპარსეთის ყურეში.
კომენტარი