
გურიაში "ა" ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა
გურიაში ა-ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები ლანჩხუთში 21 ადამიანის დაინფიცირების მიზეზებს იკვლევენ. პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ კვლევა უკვე დაწყებულია. ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში ა- ჰეპატიტის დიაგნოზით მოთავსებული 21 პაციენტიდან 15 ბავშვია.
მათი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა დაავადების გავრცელების მიზეზი დაბინძურებული სასმელი წყალი იყოს.
კომენტარი