
საქართველოს პატრიარქი მოსკოვში მიხეილ ხუბუტიასაც შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოსკოვის აეროპორტში „რუსეთის ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია დახვდა, რომელსაც მოსკოვში კრემლთან დაახლოებულ ერთ-ერთ ბიზნესმენად იცნობენ.
აეროპორტში მიხეილ ხუბუტიას დახვედრის შესახებ ინფორმაცია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის დეტალებზეა საუბარი.
„დრონი.ჯი“-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში ჩასული დელეგაციებიდან ყველაზე წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი იყო: პატრიარქს თბილისიდან გაჰყვნენ მიტროპოლიტები გერასიმე შარაშენიძე, თეოდორე ჭუაძე, საბა გიგიბერია, ანდრია გვაზავა, ხოლო უკვე მოსკოვში იყვნენ: მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, მთავარეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი, ეპისკოპოსი შიო მუჯირი და სხვა სასულიერო პირები.
კომენტარი