
სამდღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მდინარე მტკვარში 5 აგვისტოს საღამოს საბანაოდ შესული მამაკაცი, რომელიც დინებამ წაიღო, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში და სანაპიროზე 5 აგვისტოდან მიმდინარეობდა. 53 წლის მამაკაცი, წინასწარი ინფორმაციით, მტკვარში საბანაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა და დინებამ წაიღო. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული და ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
კომენტარი