
უკრაინის მაღაროში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა
ქალაქ კრასნილუჩში, დონბასის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად 26 მაღაროელი დაშავდა. მათგან 5 რეამინაციაში იმყოფება, 21 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
აფეთქებისას მაღაროში სულ 224 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ავარიულ უბანზე - 37.
შეგეხსენებთ, რომ 29 ივლისს ლუგანსკის მხარეში მაღაროებში მომხდარი აფეთქების შედეგად 27 მაღაროელი დაიღუპა.
კომენტარი