
შემწვარი ხახვი ნიგვზით
მასალა:
ხახვი - 0,5 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ბროწეული - 1 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი - 3-3 ძირი
ძმარი, ზაფრანა, სუნელი, მარილი - გემოვნებით
ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ ცხელ აირღუმელში. როდესაც ხახვი შეწითლდება და დარბილდება, გამოვიღოთ, დავჭრათ რგოლებად და დავალაგოთ ლანგარზე. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი; გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი - ქინძი, კამა, პიტნა, მარილი, ბროწეულის მარცვლები და ასე ავურიოთ. ყველაფერი ეს მოვასხათ დაჭრილ ხახვს, ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი კამა და ბროწეულის მარცვლები.
კომენტარი