
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას "პირველი არხი" პირდაპირ ეთერში გადასცემს
ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ შეთანხმება ” მაუწყებლის” გენერალურ დირექტორ, გია ჭანტურიას და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელობას შორის უკვე შედგა.
ივანიშვილის პრესსამდივნომ მიიღო გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირება პირდაპირი ეთერში 30-40 წუთის განმავლობაში უწყვეტად მოხდება.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობისგან ივანიშვილის პრესსამდივნომ ასევე მიიღო გარანტია, რომ ანალოგიური განცხადება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობის მხრიდანაც გავრცელდება.
კომენტარი