
ბათუმში ქარისგან მოგლეჯილი კორპუსის სახურავი 2 ადამიანს დაეცა
უამინდობაა ბათუმში. ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მაღალსართულიან კორპუსს სახირავი გადახადა.
თავდაპირველად სახურავი ავტომობილს, მოგვიანებით კი სახურავის მეორე ნაწილი უკვე მოქალაქეებს დაეცა.
დაშავებულია 2 პირი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ბათუმში ძლიერი ქარი დაახლოებით 17:20 საათზე ამოვარდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ძლიერი ქარი ბათუმში დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შესუსტდება, შემდეგ კი მოსალოდნელია წვიმა.
კომენტარი