
ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა და 16 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციაstopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევაა დადასტურებული.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 16 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 573-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
კომენტარი