
თელავში საბავშვო ბაღის 10-მდე აღსაზრდელი ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაიყვანეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თელავის საავადმყოფოებში მოათავსეს.
კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად სასმელი წყალი სახელდება.
როგორც თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თინიკო ხანჯალიაშვილმა განაცხადა, საკვები პროდუქტებიდან ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია, რადგან ყველა პროდუქტი ვარგისია.
ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.
კომენტარი