რას ფიქრობს ივანიშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე?
მისასალმებელია, რომ საქართველოს შესახებ პუტინის განცხადებები პოზიტიური იყო-აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები რუსეთთან ურთიერთობაში. პუტინის მოსაზარებები პოზიტიური და ფრთხილი იყო. მნიშვნელოვანი იყო ასევე სავაჭრო ურთიერტობების აღდგენის შესახებ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება. რუსეთ საქართველოს ურთიერთობის პესრპექტივების ანალიზი რთულია. ჩვენ გავაგრძელებთ იგივე პოზიციაში ყოფნას. აქამდე პაუზებს ვაკეთებდით და არა რეაქციას რუსი ჩინოვნიკების უსიამოვნო გამონათქვამებზე და მომავალშიც ვეცდებით მოთმინებით გავიაზროთ რუსეთ საქართველოს ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ რუსეთთან ურთიერთობა დროთა განმავლობაში პოზიტიურად განვითარდება, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ რომ ეს მყისიერად განხორციელდება. იმედი მაქვს დროში, ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობებს.“ - განაცხადა ივანიშვილმა
კომენტარი