
ირაკლი კვირიკაძემ "ბერლინალეზე" ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო
Berlinale Palast-ში დღეს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოეს.
ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.
თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award-ი გადაეცა.
European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.
კომენტარი