სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

FBI მასშტაბური ტერაქტების მცდელობაზე მოსახლეობას ბუკლეტებით აფრთხილებს

როგორც ჩანს, აშშ-ის სახელისუფლო ვერტიკალში საკმარისი ინფორმაცია აქვთ იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკის ცნობილი ტერაქტის 10 წლის თავზე „ალ ყაიდა“ ახალ ტერაქტებს ამზადებს. ბუნებრივია, ამ ინფორმაციას მოსახლეობამდე დიდი სიფრთხილით მიტანა სჭირდება, მასობრივი პანიკის თავიდან აცილების მიზნით და ეს ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროში იციან.

გფბ რომ ტერაქტების გამეორებას არ გამორიცხავს, იმითაც აშკარად ჩანს, რომ გუშინ და დღეს მისი ეგიდით ბუკლეტების გავრცელება დაიწყო. ბუკლეტებში აღწერილია, როგორ შეიძლებამიხვდეთ, რომ მავანმა მსუბუქძრავიანი, კერძო, მცირე ზომის თვითმფრინავი ტერორისტული აქტისთვის მოამზადა, ანუ, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საქმე გაქვთ არა ფრენის მოყვარულ ქალთან ან მამაკაცთან, არამედ გაფრენილ ტერორისტთან...

ბიუროს წარმომადგენლები ოფიციალურად უარყოფენ ცნობას, თითქოს მათ რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ ტერაქტების გამეორებასთან დაკავშირებით და ბუკლეტები ამიტომ გამოსცეს: „ეს, უბრალოდ, გამაფრთხილებელი ბუკლეტებია“, - ამბობენ გფბ-ს მაღალჩინოსნები.

ბუკლეტები, რომლებიც ხუთგვერდიანია, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დამზადებული რეკომენდაციებისა და რჩევების კომპლექსს წარმოადგენს და იმ მოქალაქეებისთვისაა გამიზნული, რომლებიც, თავისუფლად შესაძლოა, ტერორისტის სამიზნე გახდნენ. ბუკლეტებში ნათქვამია, რომ "ალ ყაიდა" თვითმფრინავების გამოყენებით ტერაქტების მოსაწყობად მიმდინარე წელს რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, რის თაობაზეც სპეცსამსახურებს ინფორმაცია გააჩნდათ. ტერაქტის სქემის მიხედვით, შესაძლებელი იყო მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის დაქირავება, შემდეგ მასში ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩატვირთვა და სამიზნისკენ მიმართვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100