
"ტყუილია, რომ გველს აფრთხობს..." - ნახეთ, რა მოსაზრება გააბათილა ჰერპეტოლოგმა
გოგირდისა და საბურავების დაწვას გველის დასაფრთხობად და გასანადგურებლად აზრი არ აქვს, არსებობს შესაწამლი საშუალებები, თუმცა მასაც ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს, - ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ის, რომ ჩვენ ტერიტორია დავამუშავეთ და შეგვიძლია მთელი ზაფხული მშვიდად ვიყოთ, რომ გველი არ მოგვიახლოვდება - ეს გამორიცხულია. ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი გარემოს სისუფთავე და იმ ელემენტარული ღონისძიებების გატარება, რომელიც ტერიტორიაზე ქვეწარმავლის შემოსვლისგან დაგვიცავს. მთავარია ჩვენ გვქონდეს გარემო მოვლილი“ - აღნიშნა ჰეპერტოლოგმა.
კომენტარი