
ლარსზე მეწყერი ჩამოწვა
ლარსთან ახლოს ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერში ავტომანქანა იყო მოყოლილი, რომლის გამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. მანქანაში მყოფთაგან არავინ დაშავებულია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის, გივი ამირხანაშვილის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები მიდმინარეობს და უახლოეს ორ საათში მოძრაობა სრულად აღდგება.
"ღამის სამ საათზე წამოვიდა კოკისპირული წვიმა. 5 საათზე ჩამოწვა პირველი მეწყერი, შემდეგ მეორე. დააზიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ამ დროისათვის აღდგენილია. . დარჩენილი ყაზბეგის მონაკვეთიო, რომელიც უახლოეს ორ საათში გაიწმინდება და მოძრაობა სრულად აღდგება, - განაცხადა ამირხანაშვილმა.
კომენტარი