სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრედ პიტის ახალი სიყვარული - ჰოლივუდის სექს სიმბოლომ ანჯელინა ჯოლი 21 წლის მსახიობით ჩაანაცვლა

53 წლის მსახიობს ბრედ პიტს ახალი სიყვარული ჰყავს - მისი რჩეული 21 წლის ბრიტანელი მსახიობი ელა პურნელია.

მას შემდეგ, რაც ბრედი ანჯელინას დაშორდა, საზოგადოება სხვადასხვა ჭორებს ისმენდა მსახიობის შესაძლო რომანების შესახებ. ამჯერად საქმე რამდენად სერიოზულადაა, რთული სათქმელია. როგორც ყვითელი პრესა იუწყება, წყვილმა ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გაიცნო საქმიან ვითარებაში - მათ ერთ ფილმზე უწევთ მუშაობა. მსახიობებთან დაახლოებული სანდო წყარო კი აცხადებს, რომ ბრედს თავიდანვე მოეწონა ელა, რადგან გოგონა ანჯელინა ჯოლის ახალგაზრდობას ახსენებს.


რაც შეეხება თავად ანჯელინას, მას ეს გაურკვეველი ურთიერთობა არასერიოზულად მიაჩნია, პირველ რიგში კი ამის მიზეზი დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100