ინტერნეტში სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის თრეილერი გაჩნდა
„საბრძოლო ცხენი“ – ასე ჰქვია რეჟისორ სტივენ სპილბერგის ახალ ფილმს, რომელიც დიდ ეკრანებზე იანვარში გავა. ფილმის სცენარი ცნობილი ბრიტანელი საბავშვო მწერლის, მაიკლ მოპურგოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა დაწერილი.
ფილმი პატარა ბიჭუნას – ალბერტისა და მისი ცხენის – ჯოის სესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც პირველ მსოფლიო ომში მიიღეს მონაწილეობა. ჯოი ბრიტანული კავალერიის რიგებში ხვდება და ფრონტზე მიდის.
მიუხედავად იმ განსაცდელისა, რომელიც ჯოის ყოველ ნაბიჯზე თან სდევს, ის უამრავ მეგობარს იძენს. ალბერტი კი, ნორჩი ასაკის მიუხედავად, მაინც მიდის ომში და საფრანგეთისკენ მიემართება, რათა ბრძოლის ველზე მეგობარი მოძებნოს.
ფილმში მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი, ჯერემი ირვინი თამაშობს, ვისთვისაც ეს პირველი დიდი როლია კინოში. ფილმის პრემიერა 2012 წლის 26 იანვარსაა დაგეგმილი. ფილმის ვიდეოთრეილერი უკვე გაჩნდა ინტერნეტში.
კომენტარი