სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონში სმენის უნარშეზღუდულთა დისკოთეკა ჩატარდება

სმენის უნარშეზღუდულთა და სმენის უნარდაქვეითებულთა დისკოთეკა ჩატარდება ლონდონში 8 ოქტომბერს, – ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება. დისკოთეკის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სმენის უნარდაქვეითებულები და სმენადაკარგულები შეძლებენ მუსიკით ტკბობას და ეს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გახდება შესაძლებებლი. პროექტი სახელწოდებით Sencity ტარდება.
“საცეკვაო მოედანი ბასების სიხშირის ტაქტზე ვიბრირებს, მუშაობენ ვიჯეები. “არომატ–ჯეი” ჰაერში სხვადასხვა არომატს მიმოაფრქვევს და შეეცდება, სურნელით მუსიკის ინტერპრეტირება მოახდინოს”, – ნათქვამია “დეილი–მეილის” სტატიაში.
მოცეკვავეები მუსიკას ვიზუალურ განზომილებაში გადაიყვანენ. გამოვა ფინელი რეპერი Signmark – ისტორიაში პირველი სმენის უნარშეზღუდული, რომელთანაც კონტრაქტი მსხვილმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ გააფორმა. ღონისძიებაზე უფასოდ იმუშავებენ მასაჟისტები, პარიკმახერები, სტილისტები და ცირკის მსახიობებიც კი. "ამ ყველაფრის მიზანი კი ის არის, რომ ღონისძიებაში ცაერთოს ყველა, ხუთივე გრძნობა", – ამბობენ ორგანიზატორები. პირველი Sencity–დისკოთეკა 2003 წელს, ნიდერლანდებში ჩატარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100