სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში ნატო-ს ავიაიერიშს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში, ნატო-ავიაიერიშს შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ როიტერი იუწყება.

მომხდარს ადასტურებენ ISAF-შიც, თუმცა აცხადებენ, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს კუნარის პროვინციაში ავიაიერიშს მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
კუნარის პროვინციის გუბერნატორის ფაზლულა ვაჰიდის ცნობით კი, ნატო-ს მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 4 თალიბანი მებრძოლი, 5 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100