სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიცია ზამთრის ძილს მიეცა

ახლახან გამოცოცხლებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, რომელიც ხელისუფლებას შინ გაშვებით ემუქრებოდა, გაზაფხულამდე ტაიმ-აუტი აიღო. "სახალხო კრების" გარდაცვალებით დამწუხრებულმა ბურჯანაძემ და მისმა მოკავშირეებმა, როგორც ჩანს, ყურები ჩამოყარეს და ოფისებში თბილად ჯდომა გადაწყვიტეს. რაც მთავარია, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პერიოდი დააანონსეს.
დსგფსდიგუდფო
ერთი სიტყვით, "სახალხო კრებაში" შემავალი პარტიები საყოველთაო დაუმორჩილებლობას გაზაფხულზე გამოაცხადებენ. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ თებერვლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით დაუმორჩილებლობის კომიტეტებს შექმნიან. დაუმორჩილებლობას ამ ეტაპზე, კონკრეტულად რა ფორმით გამოხატავენ, არაა ცნობილი. ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამას კვლავაც არ გვიმხელენ. რომელ გამხელაზეა ლაპარაკი, თურმე ეს კითხვა არც უნდა დავსვათ და თუ დავსვამთ, გვეტყვიან, ხელისუფლებისგან შეკვეთილი კითხვააო. კი შეკვეთილი კითხვაა, ოღონდ არა ხელისუფლებისგან, არამედ ხალხისგან. მოკლედ, აქ ბევრი ლაპარაკი საჭიროა აღარაა, შეგვიძლია გაზაფხულს დაველოდოთ. მორიგი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაზაფხულზე იწყება...
დსგფსდიგუდფო
ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას იწყებს "ქართული პარტიაც", ოღონდ არა ახლა, არამედ ბურჯანაძეს მსგავსად გაზაფხულზე. "ოქროს" პარტიის ბრძოლის გზა, სავარაუდოდ, აქციებზე გავა, ყოველ შემთხვევაში, დაუმორჩილებლობის გამოცხადებას არ გეგმავენ.
დსგფსდიგუდფო
"გაზაფხულიდან პარტიას ეყოლება 50 ათასი კარგად ორგანიზებული არმია ადამიანებისა, რომლებიც მზად იქნებიან ნებისმიერი გამოწვევისთვის. ამ გამარჯვების ავანგარდი ვართ ჩვენ და ჩვენი ვალია ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე", - აღნიშნა სუბარმა.
დსგფსდიგუდფო
აქ ალბათ სუბარს დაავიწყდა, რომ მისივე თანაგუნდელს ჯერ კიდევ 2008 წელს ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვება თავისუფლად შეეძლო, თუმცა "გრეჩიხამ" ამას იპოდრომზე შეკრებილი 300 ათასი ადამიანის სახლში გაშვება, და როგორც ამბობენ, მათ ხარჯზე ჯიბის გასქელება და სააკაშვილისგან ფულის აღება ამჯობინა. ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღებაზე შეუძლია არც კი იოცნებოს. აქაც ყველაფერი ნათელია, გაზაფხულს დაველოდოთ...
დსგფსდიგუდფო
ზემოაღნიშნული ოპოზიციონერები თუ გაზაფხულისთვის ემზადებიან, დანარჩენი პარტიები უქმად არც ახლა სხედან და თავისი ჭკუით, ხელისუფლებასთან ერთად საარჩევნო გარემოს ცვლიან. მუდამ კონსტრუქციული ქრისტიან-დემოკრატი თარგამაძე და თავისუფალ-დემოკრატი ალასანია ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შედეგიანად დამთავრდება და რადიკალთა მსგავსად გაზაფხულზე "გამიშვი-დამიჭირეს" მოწყობას არ გეგმავენ.
დსგფსდიგუდფო
რაც შეეხება პოლიტიკურ რვიანში შემავალ კიდევ ერთ სუბიექტს, "ეროვნულ საბჭოს", ესენი აქაც არიან და იქაც. ("სახალხო კრებაში" შემავალი ბლოკია) თუმცა, როგორც ამბობენ ქუჩა და რადიკალიზმი დიდად აღარ ხიბლავთ. რა აქციები, რის აქციები, აქციებმა თავისი მოჭამაო, მიიჩნევს თურმე კუკავა. ასე რომ, უახლოეს მომავალში, ყოფილმა რადიკალმა კუკავამ კონსტრუქციულ ოპოზიციონერობაში თვით ალასანიასაც რომ გადაუჯოკროს, არ გაგვიკვირდეს. არადა ალასანიას ხელისუფლებასთან გარიგებაში სწორედაც, რომ ნამეტანი კონსტრუქციულობის გამო სდებდა ბრალს.

P.S. მოკლედ, ახალი მხურვალე პოლიტიკური სეზონი გაზაფხულზე დაიწყება. მანამდე კი "პოლიტიკური რვიანი" ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომით იქნება გართული, რადიკალები გაზაფხულის მოლოდინში იქნებიან და დროს ჩვეულად ერთმანეთის კრიტიკაში გაატარებენ, ხელისუფლება კი კვლავ "იგულავებს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100