სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გაითიშა VIBER? - კომპანია განცხადებას ავრცელებს

ახალი თაობის მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ზარების განხორციელებისთვის შექმნილი უფასო პროგრამა, VIBER, გუშინ საღამოს გაითიშა.

ამ თემაზე, განმარტებას, კომპანია twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ვიბერს კავშირის პრობლემა შეექმნა. ტექნიკური პრობლემის გამოსწორებაზე კომპანიის IT სპეციალისტები მუშაობენ.

"ჩვენი ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს ტექნიკური პრობლემის გამოსასწორებლად.და სარეზერვო სერვერის ასამუშავებლად. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, ადამიანების დაკავშირება ჩვენი პრიორიტეტია"-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100