სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციის დარბევისას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა

მომიტინგეთა დარბევა რუსთაველზე - "მთავარი არხის" ჟუჟურნალისტს, ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა.

კორესპოდენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ვასილ დაბრუნდაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა.

როგორც ცნობილია, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100