სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დროა ბიძო, გაიღვიძო"- პრემიერის ძილის განსახიერება კანცელარიასთან და...

სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართა აქცია სახელწოდებით: "დროა ბიძო, გაიღვიძო".

თეატრალიზებული აქცია საზოგადოებრივ კავშირ "დროას" მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი წარმოადგინეს, სადაც პრემიერის ძილი განასახიერეს. მათ კანცელარიის წინ საწოლი დადგეს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე იწვა, სტაფილო გახეხეს და მწოლიარე აქციის მონაწილეს გახეხილი სტაფილო მიართვეს. აქციის წევრებმა მინისტრებიც განასახიერეს.

აქციის ყველა მონაწილეს გულზე ყაყაჩოები ეკეთა. როგორც ისინი განმარტავდნენ, ეს ყაყაჩოები არის გლოვის ნიშანი. ამიტომ სირცხვილია პრემიერ-მინისტრის მხრიდან იმის კითხვა, თუ რას ნიშნავს ეს ყაყაჩო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100