სარკოზის "მხარს დაესხნენ"
საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის თავს უცნობი ადამიანი დაესხა. ეს უკანასკნელი, ცდილობდა პრეზიდენტი ხალხის მასაში შეეყვანა. ხალხი პოლიციელებით იყო გარშემორტყმული და სწორედ ამ ბარიერის გარღვევას ცდილობდა დამნაშავე.
საფრანგეთის პრეზიდენტი ბარიერის ახლო–მახლო მიმოდიოდა. სარკოზი ხალხს ხელს ართმევდა. უეცრად ცოცხალი ბარიერიდან მამაკაცის ხელი გამოჩნდა, მან საფრანგეთის პრეზიდენტს მხარზე მოკიდა ხელი და კორდონისკენ მიიზიდა.
უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა სასწრაფოდ დააკავეს თავდამსხმელი. სარკოზი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გააოგნა, არ დაშავებულა.
კომენტარი