რატომ ონლაინ სესხი?
ონლაინ სესხებთან
მიმართებაში საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ამ პროდუქტს ლოიალური მომხმარებლები, ასევე ისეთი მომხმარებლები,
რომლებიც კატეგორიულ უარს აცხადებენ მის გამოყენებაზე, თანაბარი რაოდენობით
ჰყავს.
სესხის გამცემი
ორგანიზაციები დიდ ძალისხმევას დებენ იმ ბევრი, არასწორი სტერეოტიპის დამსხვრევაში,
რაც პროდუქტთან მიმართებაში გაჩნდა წლების მანძილზე.
სწრაფი, იგივე ონლაინ
სესხი, თუ მას სწორედ გამოვიყენებთ „კარგი პროდუტია“ - ის გვეხმარება დავძლიოთ დაუგეგმავი
ფინანსური ბარიერები, რეალობად ვაქციოთ ჩვენი სურვილები და თუ თანამედროვე ტენდენციებსაც
ავუწყობთ ფეხს და გავციფრულდებით, დავინახავთ, რომ სესხი კარგ პროდუქტთან ერთად მარტივი,
მოქნილი და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტია.
ონლაინ სესხის
უპირატესობები
სისწრაფე ონლაინ, იგივე სწრაფი სესხების მთავარი უპირატესობაა.
სესხების გაციფრულებამ, შესაძლებელი გახადა თავიდან ავირიდოთ საბუთების დასტით ბანკში
სირბილი, რიგში დგომა და სესხის დამტკიცება - არ დამტკიცების შესახებ პასუხის მოლოდინი. განაცხადი
ვებ-გვერდზე ივსება, განიხილება რამდენიმე
წუთში და თანხა ანგარიშზე მომენტალურად ისახება.
ონლაინ სესხები მარტივად ხელმისაწვდომია.
სესხის აღება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ
სიტუაციაშია შესაძლებელი, ისეთშიც კი, წარმოდგენაც
რომ შეიძლება გაგიჭირდეთ.
ონლაინ სესხის მობილურობა, მხოლოდ სესხის მოთხოვნის
და აღების პროცესზე არ ვრცელდება . სწრაფი სესხების ყოველთვიური საკომისიოს გადახდა, მისი დაფარვა და
რეფინანსირებაც კი ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად, სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ონლაინ სესხით თუ ისარგებლებთ:
·
დაზოგავთ დროს;
·
არ მოგიწევთ ფილიალში რიგში დგომა;
·
შეძლებთ რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლით იმდენჯერ შეცვალოთ
სესხის თანხა;
·
შეძლებთ ძალიან ბევრჯერ გადაამოწმოთ სესხის პირობები,
რაც ფილიალში ვიზიტისას ალბათ უხერხულად მოგეჩვენებოდათ;
·
შეძლებთ
სესხის აღება სულ ბოლო მომენტშიც კი გადაიფიქროთ
როგორ შევაფასოთ
სესხის გამცემი ორგანიზაცია?
„კარგი სესხი“ მხოლოდ
სესხის გამცემ „კარგ ორგანიზაციაშია“ ხელმისაწვდომი. კარგი ორგანიზაციაც, ისევე
როგორც კარგი სესხი მეტნაკლებად სუბიექტური
შეფასებაა, თუმცა შეფასების საბაზისო კრიტერიუმები აქაც არსებობს:
·
მომხმარებლის უფლებები - აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება
რამდენად ხდება ორგანიზაციაში თქვენი უფლებების დაცვა და რამდენად გაჭვირვალეა სესხის
აღების პროცესის თითოეული ნაბიჯი;
·
პოპულარობა და რეპუტაცია -გაითვალისწინეთ სხვა მომხმარებლის
მოსაზრება და რჩევა. ძალიან რთულია, ფინანსურმა ინსტიტუტმა მომხმარებლების მხრიდან
ერთხმად მოიპოვოს დადებითი შეფასება და თუ ის მოიპოვა, ესე იგი დაიმსახურა;
·
მომხმარებლის გამოცდილება და ვიზუალური მხარე
- ეს პარამეტრი განსაკუთრებით ონლაინ სესხების კომპანიებისთვის არის მნიშვნელოვანი: შეაფასეთ რამდენად მარტივ და მოქნილ
პროცესს გთავაზობთ კომპანია ვებზე, რადგან თუ პროცესი რთული და გაუგებარია, უფრო მეტად
რთული და ჩახლართული იქნება სესხის დამტკიცების და გაცემის პროცედურა.
·
პროცენტები, პირობები და სესხთან დაკავშირებული დეტალები: სესხის გამცემი კარგი ორგანიზაცია არასდროს მალავს
სესხის მნიშვნელოვან დეტალებს და არასდროს იყენების ამის კომუნიკაციისთვის იმდენად
წვრილ შრიფტს, რომ წაკითხვა ვერ შეძლოთ.
მიუხედავად იმისა,
რომ ციფრული პლატფორმა საბანკო სფეროში მომხმარებელს მეტ კომფორტს და თავისუფლებას სთავაზობს ვიდრე ტრადიციული მომსახურების ფორმები, ჯერ კიდევ არსებობს მომხმარებლებში ბარიერი, რომელიც მათ სრულ გაციფრულებას უშლის ხელს. მომხმარებელს სჭირდება სესხის აღების პროცეში დახმარება, სჭირდება კითხვის
დასმის შესაძლებლობა და რჩევა. თიბისი კრედიტმა
მომხმარებლის ეს საჭირობა შეისწავლა და მომხმარებელს სესხის აღების სრული პროცესის
მიმდინარეობისას, ონლაინ დახმარებას, ბევრ
მინიშნებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზას სთავაზობს.
დეტალური ინფორმაციისთვის
ეწვიეთ TBC Credit-ის ონლაინ სესხების
ვებ-გვერდს და თავად შეაფასეთ სესხის ციფრული პლატფორმა, სადაც სწრაფი სესხის, სასწრაფო
სესხის აღებაა შესაძლებელი.
კომენტარი